გახდება თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში საჭირო მეორე ტური. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე საათები რჩება. ხვალ დილით ხმის მიცემა დაიწყება. წინასაარჩევნო კამპანია მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. კანდიდატებს იმედი აქვთ, რომ არჩევნების შედეგი ნაციონალური მოძრაობის შემდგომ დაშლას არ გამოიწვევს. პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ. ვის რა შანსი აქვს, ამის შესახებ ორშაბათს გავიგებთ.
არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში"
27 იან 202320:02
3 წუთის საკითხავი